თხილამურებით სრიალი, გლინტვეინი, კოცონი, ცოცხალი მუსიკა -''გომარდულის ფესტივალისთვის'' ემზადებიან

25 იანვარი 2019, 00:00 1379 ნახვა

დღეს, 25 იანვარს, შუახევში ''გომარდულის ფესტივალი'' გაიხსნება.  ღონისძიებისთვის კურორტი სპეციალური დეკორაციებით გაფორმდა. 

კოცონი, თხილამურებით სრიალი, ცოცხალი მუსიკა - კურორტზე მისულ სტუმრებს ასევე გლინტვეინით, ჩაითა და ყავით გაუმასპინძლდებიან. 

ორგანიზატორებს არც პატარები დავიწყებიათ. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამაა დაიგეგმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების პრეზენტაციას გამართავს. 

ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი