მეწარმეები სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობისთვის დოკუმენტებს აყალბებდნენ 

25 იანვარი 2019, 00:00 1859 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი მეწარმე პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, დოკუმენტები გააყალბეს.

სატენდერო კომისიას წარუდგინეს გამოცდილების დამადასტურებელი  ყალბი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტებს  3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში