საქართველო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აღიარებს

24 იანვარი 2019, 00:00 2629 ნახვა

საქართველო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ, ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს ეროვნულ ასამბლეას - განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში