საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფორუმი

04 აგვისტო 2016, 00:00 3952 ნახვა

''არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები და ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  შემუშავდა 4 ჩარჩო მიმართულება, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს არის  სწორი რეფორმები და ცვლილებები განათლებისა და   ეკონომიკის მიმართულებით. ასევე სერვისებზე მორგებული სახელმწიფოს მოდელი,  ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. 

ამავე კატეგორიაში