დაკვამლიანება რესტორანში დამონტაჟებულმა გამწოვმა გამოიწვია

21 იანვარი 2019, 00:00 1419 ნახვა

დ. თავდადებულის ქუჩაზე დაკვამლიანება რესტორნის სამზარეულოში დამონტაჟებულმა გამწოვმა გამოიწვია. მოქალაქეებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს, თუმცა მაშველების დახმარება საჭირო არ გახდა. 

''სპეციფიკური სუნი იყო, შემდეგ კვამლი დავინახეთ, შეგვეშინდა და სახანძრო სამსახურში დავრეკეთ'' - ამბობს კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში