წითელას ორი შემთხვევა აჭარაში -სად შეიძლება აცრების ჩატარება?

19 იანვარი 2019, 00:00 1844 ნახვა

აჭარაში, ამ დროისთვის,  წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ. აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: ბათუმში  სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ბათუმის პოლიკლინიკა" "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი" "ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა"  "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" რეგიონის მუნიციპალიტეტებში აცრის ჩატარება შესაძლებელია რაიონული საავადმყოფოების ამცრელ კაბინეტებში.

რისკ ჯგუფებში არიან 20 დან 41 წლამდე ადამიანები. მათ კი ვისაც დაავადება აქვს გადატანილი ან იციან, რომ 1 დან 5 წლამდე სრულად ჩაიტარეს ვაქცინა, დაინფიცირება მათ არ ემუქრებათ.  წითელას აცრა არ უტარდებათ ორსულებს.

ამავე კატეგორიაში