დიაკონიძეებში ჰესის გვირაბიდან გამოტანილ ნარჩენებს სახიფათოდ მიიჩნევენ

17 იანვარი 2019, 00:00 1756 ნახვა

კვლავ ჰესის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ხულოს მუნიციპალიტეტში. ამჯერად სოფელ დიაკონიძეებში გვირაბებიდან გამოტანილი ნარჩენების დაკონსერვებას ითხოვენ.

ირწმუნებიან რომ ნარჩენები ტროტილს შეიცავს, რის გამოც პირუტყვიც დაეხოცათ, ნარეცხი წყლით ნარგავების მორწყვა კი მოსავლის დაზიანებასაც იწვევს. ადგილობრივებს წერილობით უპასუხეს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ - კომპანიაში აცხადებენ, რომ გვირაბებიდან გამოტანილი მასა სახიფათო არაა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში