ბათუმის მერია ზარალს ითვლის

17 იანვარი 2019, 00:00 1666 ნახვა

რა ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა გუშინ ქალაქს - მერიაში ზარალს ითვლიან. პარალელურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

გუშინ ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ  სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. უსაფრთხოების გამო რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი დროებით გადაკეტილი იყო. უამინდობის დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქეც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში