გზის გასაყვანად დახარჯული თანხა უსარგებლო აღმოჩნდა

15 იანვარი 2019, 00:00 2010 ნახვა

ფუჭად დახარჯული 40 ათასი ლარი ქედაში - სოფელ ქოსოფელში, მუნიციპალიტეტის ტენდერის მიხედვით, კომპანიამ გზა გაიყვანა, თუმცა  კლდოვანი ქანების აღმოჩენის შემდეგ პროცესი შეწყვიტა.

მერიაში ამბობენ, რომ შეცდომა თავის დროზე საპროექტო კომპანიამ დაუშვა, რომელმაც ქანები არ გაითვალისწინა. ახლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერც თანხას იბრუნებს და ვერც ნახევრად გაყვანილ გზას გამოიყენებს. მერიამ წელს ამ სოფლისთვის ხიდის მშენებლობა გადაწყვიტა და ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარზე მეტიც გაითვალისწინა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში