აჭარის საგზაო დეპარტამენტი შუახევი-ჩირუხის გზის რეაბილიტაციას გეგმევს

15 იანვარი 2019, 00:00 2837 ნახვა

წელს შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საზაფხულო იალაღის  გზის რეაბილიტაცია იგეგმება. შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტ-ბეტონის  დაგებას აჭარის  საგზაო დეპარტამენტი  გეგმავს.  პროექტისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები  მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

ამავე კატეგორიაში