შესწორება მაუწყებლის ეთერში გასული კომენტარის გამო

14 იანვარი 2019, 00:00 1689 ნახვა

2018 წლის 21 სექტემბერს „მთავარის“ ეთერში  გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით - „ხელვაჩაურის მერის საკადრო პოლიტიკა“, რომლის ერთ-ერთ რესპონდენტს, დავით მიქელაძეს ოპონენტი სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისებისა და ფინანსური მაქინაციებისთვის გასამართლებულად მოიხსენიებდა.

საპასუხო კომენტარში კი დავით მიქელაძე აცხადებდა, რომ  მისი ნასამართლეობის მიზეზი სხვა იყო.დავით მიქელაძემ საჩივრით „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თვითრეგულირების საბჭოს მიმართა. იგი მიიჩნევდა, რომ „მთავარის“  მიერ გავრცელებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხო კომენტარი მისი ნასამართლეობის შესახებ, მასალაში არასაკმარისად იყო წარმოდგენილი და ვერ პასუხობდა ცილისმწამებლურ განცხადებას.  კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაუწყებელი დავით მიქელაძეს უთმობს დროს და აძლევს საშუალებას, ბრალდებასთან დაკავშირებით თანაბარზომიერი განმარტება გააკეთოს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში