გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი ამოიწურა

12 იანვარი 2019, 00:00 1926 ნახვა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. დღეს ჩვენმა  გადამღებმა  ჯგუფმა  ბათუმში არსებული  სააფთიაქო ქსელები  გადაამოწმა, სადაც განუმარტეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე უკვე აღარ აქვთ.

როდის შეავსებენ ფარმაცევტული კომპანიები   მარაგს  აფთიაქებში არ იციან. 

ვირუსის ვაქცინა არ აქვს არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. სწორედ ეს უწყება ატარებს უფასო ვაქცინაციას რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებისთვის. აქ განმარატვენ, რომ  დაახლეობით შვიდი ათასამდე გეგმიური აცრა გრიპის სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერ-ნოემბერში  გაკეთდა, იმ დროს როცა აცრის ჩატარება ყველაზე ეფექტურად ითვლება. როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, მედიკამენტი გადანაწილდა პოლიკლინიკებში, სადაც აცრა უფასოდ ჩატარდა. წელს დამატებით ვაქცინას უწყება არ ელოდება. მათი განმარტებით,  გეგმიურად რაც იყო წლის განმავლობაში გაწერილი ეს მარაგი ამოწურულია.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში