ოპოზიციის ბრალდება

03 აგვისტო 2016, 00:00 2171 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნის მიხედვით გაათავისუფლეს. პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ თანამდებობებზე რევაზ მიქელაძის გარდა ყველა თანამშრომელი დააბრუნეს. თავად მიქელაძე გათავისუფლებას 5 ივლისს, ხულოში ყოფნის დროს ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრას და გადაღებულ ფოტოს უკავშირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისი თქმით, პატარაძის დანიშვნის შემდეგ დეტალურად შეისწავლეს დეპარტამენტის საქმიანობა და ახალი მოადგილის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ამავე კატეგორიაში