ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა ვირუსის გამო შეწყდა

10 იანვარი 2019, 00:00 2020 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო დღეს შეწყდა.

სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება - უნივერსიტეტმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა: 

''გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით და განახლდება 21 იანვარი''- წერია განცხადებაში. 

დედაქალაქში უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი არ განახლებულა. გუშინ საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა კოორდინირებულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები ბაღებსა და სკოლებში 21 იანვარს განახლდეს. რაც შეეხება კერძო სკოლებსა და ბაღებს, ისინი სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.

ამავე კატეგორიაში