დეკლარაციის არასწორად შევსების გამო საჯარო სამსახურის ბიურომ პარლამენტარები დააჯარიმა

09 იანვარი 2019, 00:00 1863 ნახვა

ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის, თანამდებობის 348 პირი დაჯარიმდა ქვეყნის მასშტაბით. 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ პარლამენტარები, მათ შორის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დაჯარიმებულებს შორის არიან დეპუტატები აჭარიდან. შენიშვნა, ან ჯარიმა აქვთ მიღებული ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც.

კანონმდებლები დეკლარაციის შევსების წესის დახვეწას ითხოვენ. როგორია წესი, რა იწერება ქონებრივ დეკლარაციაში და რა იგულისხმება არასწორად შევსებაში?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში