სკოლებში სწავლა 21 იანვარს განახლდება

09 იანვარი 2019, 00:00 6914 ნახვა

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. სკოლებში სწავლა 18 იავრამდე მოხსნილია. უქმეების შემდეგ კი, ორშაბათს, 21 იანვარს სწავლის პროცესი განახლდება.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის განათლების სამინისტოში ადასტურებენ. 

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს" - წერია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში. .

ჯერ კიდევ უცნობი რჩება გახანგრძლივდება თუ არა დასვენება საბავშვო ბაღებში. 

სწავლის განახლების გადაწევის საკითხი დღის წესრიგში H1N1 ვირუსის ხშირი ფაქტების დაფიქსირების გამო დადგა. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელთა რიცხვი ეპიდემიის ნიშნულს არ აღწევს, თუმცა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკა ბოლო დღეების მონაცემებით იკლებს. 

ამავე კატეგორიაში