ახალი საპენსიო სისტემის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა

08 იანვარი 2019, 00:00 2235 ნახვა

ახალი საპენსიო სისტემის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აცხადებს, რომ მოქალაქეების დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და შენატანის დაწესება, გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ადამიანის ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს თუ როგორ განკარგავს მოქალაქე თავის ქონებას. სარჩელი სასამართლოში საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-19 მუხლების მიხედვით შევიდა.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში