ხვალ ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი

08 იანვარი 2019, 00:00 15694 ნახვა

ხვალ, 9 იანვარს, აჭარაში  ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სანაპირო ზოლში თოვლჭყაპიც მოვიდეს, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში. მთაში ითოვებს, ხოლო მაღალმთასა და ზამთრის კურორტებზე (გომარდული, გოდერძის უღელტეხილი)  ქარბუქი იქნება. 

ზღვაზე 5 ბალი შტორმს ვარაუდობენ, წყლის ტრანსპორტისთვის კი ხილვადობა შეზღუდული იქნება და არ გირჩევთ ზღვაში გასვლას.

საქართველოში ამინდის ყველა პარამეტრით გაუარესებას, ხმელთაშუა ზღვის ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ინტენსიურ გავრცელებას უკავშირდება, რის გამოც ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შესაძლოა განვითარდეს სტიქიური პროცესები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში