კირნათელების მოთხოვნა და ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი

03 აგვისტო 2016, 00:00 3277 ნახვა

კირნათის მცხოვრებლები კომპენსაციებს მიწების სანაცვლოდ აუცილებლად მიიღებენ, ამ ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტრო ჰესების მფლობელი კომპანიისგან პასუხს ელოდება-ასეთია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პასუხი. კირნათის მცოხვრებლებმა გუშინ აქცია გამართეს, მათ უკვე 56 დღეა  “კირნათიჰესი”''პიკეტირებული აქვთ. 6 პუნქტიან განცხადებაში, რომელიც მოსახლეობას შესაბამისი ადრესატებისთვის აქვს დაგზავნილი - ითხოვენ კომპენსაციებს მათ სარგებლობაში არსებული მიწების სანაცვლოდ, ასევე ჰესის მშენებლობაზე  ადგილობრივების დასაქმებას, გამომუშავებული ელექტროენერგიის თემის მოსახლეობისთვის უფასოდ მიწოდებას  და განსახლების აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის სრულად  დაკმაყოფილებას.

ამავე კატეგორიაში