ბათუმში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

02 იანვარი 2019, 00:00 3186 ნახვა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის 7 ნომერთან, ეზოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მოქალაქეებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. 

უცნობია რის გამო გაჩნდა ხანძარი, მანქანა ეზოში დიდი ხანია დგას და უფუნქციოა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯერ კვამლი შენიშნეს, შემდეგ კი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, მიმდინარეობს გამოძიება, საქმე სსრკ 187 მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს. 

ვიდეო ქეთი წულუკიძემ მოგვაწოდა 

ამავე კატეგორიაში