იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

31 დეკემბერი 2018, 00:00 1629 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. კომიტეტის სხდომაზე დღეს კამათის მიუხედავად კენჭისყრის ორი ტური გაიმართა. პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ  6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5-ის, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ის. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩეულ კანდიდატურას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა, გაიმართა კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - 2. ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩევა მიულოცა და მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დატოვოს, რადგან მას ორი თანამდებობა ერთდროულად არ ჰქონდეს. კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, იურიდიულ კომიტეტს, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობას სწორედ გედევან ფოფხაძე გაუწევს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში