ქედის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია

28 დეკემბერი 2018, 00:00 1935 ნახვა

ქედის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ბიუჯეტი 11 მილიონ 512 ათას 800 ლარით განისაზღვრა. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  2 მილიონი ლარით მეტია.  4 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს, მათ შორისაა სოციალური სახლის მშენებლობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები. გათვალისწინებულია მახუნცეთისა და ფრიდონ ხალვაშის პარკების რეაბილიტაცია.  565 ათასი ლარია გათვალისწინებული შიდა გზების მოწყობისთვის, ხოლო 800 ათასი ლარი ავარიული შენობების რეაბილიტაცია- დემონტაჟისათვის.  ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს, მათი თქმით გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები და დოკუმენტში ასახული არაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო პროგრამები. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ბიუჯეტი წელს პროგრამულია და მასში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დასახელებული საკითხები აისახა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში