ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმის განხილვა

02 აგვისტო 2016, 00:00 4364 ნახვა

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლებმა შუახევში, ჭოროხი - აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა წარადგინეს. კვლევაში ასახულია რა აბინძურებს წყლის ეკოლოგიურ სისტემას და როგორ შეიძლება მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაღწევა. მდინარეებზე ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა რეგიონის მასშტაბით, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკომენდაციები, საქართველოს ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეგზავნება.

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში