გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

24 დეკემბერი 2018, 00:00 1759 ნახვა

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა  და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით,  პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ავტომანქანებში  ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები აღმოაჩინეს.

სამინისტროს  შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა,  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. თუ ზიანის აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში