სირიიდან აშშ ქვედანაყოფების გამოყვანის გადწყვეტილების გამო, გენერალი ჯეიმს მატისი თანამდებობას ტოვებს

21 დეკემბერი 2018, 00:00 732 ნახვა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სირიიდან ამერიკული ქვედანაყოფების გამოიყვანოს არ ეთანხმებიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების ნაწილი. ამ გადაწყვეტილების გამო, თანამდებობას ტოვებს გენერალი ჯეიმს მატისი. 

"ჩვენი ერის სიძლიერე პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი მეკავშირეობისა და პარტნიორობის რთულ სისტემასთან. მართალია ჩვენ ვართ წამყვანი ქვეყანა, მაგრამ არ შეგვიძლია ამ როლის უზრუნველყოფა და ჩვენი ინტერესების დაცვა ძლიერი ალიანსების შენარჩუნებისა და მოკავშირეებისადმი პატივისცემის გამომჟღავნების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები არ უნდა იყოს მსოფლიო პოლიციელი. ამის ნაცვლად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ამერიკის ძლიერების ყველა ელემენტი კოლექტიური თავდაცვისთვის, ალიანსების ეფექტური ლიდერობის ჩათვლით" -  ეს განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ჯეიმს მატისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მატისი მიიჩნევს, რომ სირიიდან ამერიკული ქვედანაყოფების გამოყვანა ჯერ ადრეა.

სენატორებმა ლინდსი გრემმა, რობერტ მენენდესმა და ჯეკ რიდმა პრეზიდენტს მოუწოდეს, გადახედოს თავისი გადაწყვეტილებას.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი