ხელვაჩაურში ახალაშენებული ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აკურთხა

19 დეკემბერი 2018, 00:00 2889 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ვარშალომიძეებში ახალაშენებული ეკლესია ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აკურთხა. ტაძარი საქართველოდან თურქეთის მიერ მოწყვეტილი ოჯახების სახელობისაა -  "თურქთაგან მოწყვეტილთა მამათა და დედათა" ეკლესია.  

ეკლესიის მშენებლობა 2017 წელს ბიზნესმენმა თემურ ბოლქვაძემ  წამოიწყო. მრევლის თქმით,  ეკლესიის გახსნა  მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალიტეტში სხვა ეკლესია არ არის.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში