''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტზე ძალადობისთვის 2 მოქალაქე დააკავეს - შსს

19 დეკემბერი 2018, 00:00 1735 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 დეკემბერს, კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს. გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით და დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ ორივე მათგანმა შ.დ.-ზე იძალადა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

''ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 'შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს. პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ამავე კატეგორიაში