გურამ დონაძე და სხვა ოთხი ბრალდებული, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ გაამტყუნა - გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში

18 დეკემბერი 2018, 00:00 1347 ნახვა

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო სააგენტო on.ge ინფორმაციით, ბრალდებულების ახლობლებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბრალდების მხარეს და მოსამართლესაც. 

netgazeti.ge ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნეს, მას შორის გურამ დონაძეც, რომელიც 2004 წელს, პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ბრალდებული. 

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიესაჯა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. იგივე სასჯელი დაეკისრა ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლია და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. მას ასევე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ამავე კატეგორიაში