''ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს

17 დეკემბერი 2018, 00:00 2035 ნახვა

კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. მასთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციისას დაზარალებულის სანახავად წავიდნენ, სწორედ იქ დააკავეს დავით კირკიტაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, კირკიტაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს.  ''გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.

გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს'' - განაცხადეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

ამავე კატეგორიაში