მხატვართა საერთაშორისო პლენერი

17 დეკემბერი 2018, 00:00 1707 ნახვა

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი - „წელიწადის 4 დრო“ ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა.  

მხატვართა საერთაშორისო პლენერის ფარგლებში  გამოფენები  ბათუმში 4 ეტაპად წელიწადის ყველა სეზონზე ჩატარდა, როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ნამუშევრების ნაწილი ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად დარჩება სტუმრებს ქართველი, უკრაინელი, ავსტრიელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ დროს შეეძლება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტი 54 თასი ლარით დააფინანსა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში