უცხოური მედია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შესახებ

17 დეკემბერი 2018, 00:00 1060 ნახვა

საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ქვეყნისა და ერის წინაშე ფიცი დადო  ოპოზიციონერთა  ხანგრძლივი პროტესტების ფონზე, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ფალსიფიცირებულად მიიჩნევენ - წერს გავლენიანი გამოცემა თაიმი.  

სალომე ზურაბიშვილმა  საინაუგურაციო სიტყვის დროს  ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იმუშავებს.  ოპოზიციის აქტივისტებსა და  პოლიციას შორის  შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ხელისუფლებამ ქალაქ თელავში ინაუგურაციის გამართვის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა - აღნიშნავს გამოცემა.  თაიმი  ეუთოს დამკვირვებელთა ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  საარჩევნო მთავრობა და მმართველი პარტია ზედმეტად ერეოდა.  

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გერმანული „დოიჩე ველეც“ ეხმაურება.  გამოცემა აღნიშნავს, რომ ინაუგურაციასთან ერთად  ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვით  პრეზიდენტი ქვეყანაში სიმბოლური ფიგურაა.  

სალომე ზურაბიშვილი  თქმით,  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროპისკენ სვლა გარდაუვალია. მე გავამარტივებ ამ პროცესს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-ისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით - აცხადებს ზურაბიშვილი.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის  გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ხახვითა და კარტოფილით მოაწყვეს საპროტესტო მსვლელობა სამთავრობო ძალისხმევის  საჩვენებლად, რომ  მთავრობამ ამომრჩევლები ბოსტნეულით მოისყიდა. ინაუგურაციას რადიო თავისუფლებაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში რუსეთს საერთაშორისო  სამართლის დაცვისკენ მოუწოდა, თუ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება სურს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები 2008 წელს 5-დღიანი ომის შემდეგ დაიძაბა.  ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  რუსეთის ოკუპაციის ქვეშ   დღემდე რჩება საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და  სამხრეთ ოსეთი. რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ ინაუგურაცია 18-ე საუკუნის  სასახლეში გაიმართა და მას ათასს  800 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის  სომხეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები იყვნენ.  

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი