ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავარიას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა

17 დეკემბერი 2018, 00:00 22898 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო კოლიზეუმთან ახლოს,  ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული მოტოციკლეტის მძღოლია. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაიკერი სხვა ავტომობილს  შეეჯახა, მოცურებული მოტოციკლეტიდან გადმოვარდა და ბორდიურს დაეჯახა. 

 სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში