ადვოკატები ლავასოღლის საქმეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობენ

15 დეკემბერი 2018, 00:00 2855 ნახვა

რაულ ცენტერაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლის მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფულს სძალავდა უარყოფს.  ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ რაულ ცენტერაძეს 70 ათასი ამერიკული დოლარის ვალი აღიარებული და ნოტარიულად დადასტურებული ჰქონდა. ადვოკატი პროკურატურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  ე.წ კანონიერი ქურდები მას ფულს სძალავდნენ სიცრუეს უწოდებს. დღეს კომენტარი გააკეთა ასევე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა. პაატა ნაკაიძე ასევე უარყოფს სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.  

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა ბოლო სასამართლო პროცესზე  პოლიციელებმა ინფორმატორთა მონათხრობის საფუძველზე აღნიშნეს, რომ  საქმის ბრალდებულები ივანე გეგიაძე და შოთა კეკელიძე  მინდია ლავასოღლის ურკვევდნენ საქმეებს, ასევე,  ზაალ ახვლედიანმა მეზობელი ბიზნესმენი ცენტერაძე, რომელსაც ლავასოღლი ფულს სძალავდა, რუსეთში მყოფ კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დააკავშირა. აღსანიშნავია, რომ რაულ ცენტერაძის ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ცენტერაძე ბიზნესმენი არ არის.

ამავე კატეგორიაში