რატომ ვერ დახარჯა ბათუმის მერიამ 5 მილიონი

14 დეკემბერი 2018, 00:00 1489 ნახვა

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, ქალაქი დამატებით 324 ათას ლარს მიიღებს კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  წელს  ხარჯების განკარგვა არასწორად მოხდა.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხიდან ვერ აითვისეს 5 მილიონ ლარზე მეტი. ქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა რომ პროექტების ნაწილი 2 წლიანია და მათი დასრულება და შესაბამისად თანხები დახარჯვა მომდევნო წელს იგეგმება.

მისივე განცხადებით, გენერალური გეგმის ხარჯების სწორად განაწილებისთვის მოიწვიეს ექსპერტი, რომლის რეკომენდეციების საფუძველზე მოხდება დარჩენილი თანხების გამოყენება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში