აჭარაში უქმეები უნალექოდ ჩაივლის

14 დეკემბერი 2018, 00:00 1643 ნახვა

აჭარაში დასვენების დღეები უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მხოლოდ კვირას ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში +14, +16 გრადუსამდე დათბება, მთაში კი +4, +9 გრადუსი იქნება.

უქმე დღეებში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში