ხულოში 20 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

14 დეკემბერი 2018, 00:00 1011 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში მოსულმა ნალექმა, სოფელ მთისუბანში პრობლემები შექმნა. ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა, რის გამოც 20 ოჯახი შუქის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება სოფლამდე მისასვლელ გზებს, საგზაო დეპარტამენტში ამბობენ გზებზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

იწმინდება კურორტ გოდერძიზე მიმავალი გზებიც.  თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი