თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოში მოუგო

12 დეკემბერი 2018, 00:00 1501 ნახვა

ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე, რომელიც მის ყოფილ ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა აცხადებს, რომ მას საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. ინფორმაციას ადასტურებს სამხარაძის ადვოკატიც.   ანა არგანაშვილის განცხადებით, მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროების გამო თათია სამხარაძეს კომპენსაცია ეკუთვნის.

მისი თქმით, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებით. თავის მხრივ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება შალვა რამიშვილიც, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო ''ონ ჯისთან'' საუბარში განაცხადა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. დაახლოებით ორი წლის წინ, თათია სამხარაძემ თავის იმჟამინდელ უფროსს შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. თავად რამიშვილი სამხარაძის ბრალდებას უარყოფდა და ცილისწამებას უწოდებდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილს სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 ათას ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული. საქმესთან დაკავშირებით, დღეს კომენტარები გააკეთეს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი