ქედაში ყველაზე მეტი ჯარიმა საავტომობილო გზის დანაგვიანების გამო დაიწერა

03 დეკემბერი 2018, 00:00 1749 ნახვა

ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმების უმეტესი ნაწილი წელს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის დანაგვიანების გამო დაწერა.  დაჯარიმდნენ მძღოლები, რომლებმაც ინერტული მასალის ტრანსპორტირებისას მაგისტრალი დაანაგვიანეს. 

შენობებზე პლაკატების გაკვრისათვის 50 ლარით დაჯარიმდა „ქართული ოცნების“ „ევროპული საქართველოსა“ და ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ჯამში ზედამხედველობის სამსახურში ჯარიმებიდან 2500 ლარი შევიდა.    

ამავე კატეგორიაში