საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში

30 ნოემბერი 2018, 00:00 1430 ნახვა

ხულოს საარჩევნო ოლქში  სულ 7 საჩივარი დაიწერა,  ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე. ერთი მათგანი  ეხებოდა გადასატანი ყუთის შემთხვევას, როდესაც ქმრის მაგივრად ხმა ცოლმა მისცა,რის საფუძველზეც კომისიამ გადასატანი ყუთის ბიულეტენები ბათილად გამოაცხადა.  

დანარჩენი  საჩივრებიდან  სამი  სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრები საუბნო კომისიის წევრების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხებოდა, დანარჩენი ორი საჩივარი კი კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა, ოლქში სულ 12 საჩივარი შევიდა, მათგან 6 კომისიამ დააკმაყოფილა და უბნის თავმჯდომარეებს, დისციპლინარული სასჯელი შენიშვნისა და გაფრთხილების სახით მისცა.

4 საჩივარი რომლებიც, სხვადასხვა უბნებზე ერთი და იგივე გადაცდომას ეხებოდა,  არ დაკმაყოფილდა, რადგან თავმჯდომარის განმარტებით პრობლემა ადგილზე აღმოიფხვრა. საჩივრები ეხებოდა რამდენიმე უბანში სამაგიდო სიებში გადასატანი ყუთის ამომრჩევლები არ იყვნენ აღნიშნულები.

კომისიის განმარტებით სიები ადგილზევე შესწორდა. სხდომაზე არ განიხილეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივრები, რაც იმით განმარტეს, რომ განცხადებებში დარღვევის არსი და ფაქტები დასაბუთებული არ იყო.

ამავე კატეგორიაში