საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

30 ნოემბერი 2018, 00:00 1892 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში სულ 38 საჩივარი დაიწერა.  მათი ავტორები, ძირითადად, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

ოლქში შესული დოკუმენტების  ნაწილი პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება, ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციების მოხელეთა ნაწილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ბათუმში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი