ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

29 ნოემბერი 2018, 00:00 1126 ნახვა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს. მანამდე ქართულ ჭიდაობას ეს სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიანიჭა.  

2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.  ახლა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შესული, მათ შორის ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა. 

გიორგი აბაზაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი