საერთაშორისო პრესა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

29 ნოემბერი 2018, 00:00 2308 ნახვა

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო მედია. „საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია - განაცხადა ჟურნალისტმა ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში.

„ფრანგი საქართველოს სათავეში,“ - ეს კი კიდევ ერთი ფრანგული მედიასაშუალების სიუჟეტის სათაურია.  „„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა” – წერს BBC. საერთაშორისო მედია წინა დღეებშიც წერდა არჩევნების მეორე  ტურის შესახებ. წერდნენ, რომ ეს იყო გარდამტეხი ქვეყნის დემოკრატიისთვის. „ორი პოლიტიკური გიგანტის დაპირისპირება“  - ასე უწოდა მეორე ტურს ევრონიუსმა.

დღეს გამოხმაურება მხოლოდ მედიით არ დასრულებულა - სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, მათ შორის ესტონეთის, ლიეტუვას და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი