შუახევში საჩივარი არ დაწერილა

29 ნოემბერი 2018, 00:00 1680 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა შუახევში 58,8%-ით გაიმარჯვა. მას მხარდაჭერა 5 ათას 476 მოქალაქემ გამოუცხადა. გრიგოლ ვაშაძეს კი ხმა 3 ათას 832 ამომრჩეველმა მისცა. ვაშაძემ ზურაბიშვილზე მეტი ხმა 6 უბანზე დააგროვა, დანარჩენ 43-ში კი გამარჯვება ქალმა კანდიდატმა მოიპოვა.

ცნობისთვის, შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში  საჩივრები საერთოდ არ დაწერილა. მიუხედავად ამისა, შედეგებს არ ენდობა ოპოზიცია. „ქართულ ოცნებაში“კი განაცხადეს რომ რეალურად უფრო დიდ სხვაობას და მეტ მხარდაჭერას ელოდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი