ხულოში სალომე ზურაბიშვილმა 57.22%-ით გაიმარჯვა

29 ნოემბერი 2018, 00:00 1844 ნახვა

პირველ ტურთან შედარებით ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვია გაზრდილი ხულოში. საბოლოოდ კი აქაც წინასწარი მონაცემებით გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა, მას მხარი 7 859-მა ადამიანმა დაუჭირა,  გრიგოლ ვაშაძეს კი 5 876 ამომრჩეველმა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს შედეგი მმართველი ძალის მხრიდან ამომრჩევლის დაშინებით და მოსყიდვითაა გამოწვეული, რასაც არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში.“ პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტულ ფაქტებს სთხოვს ოპოზიციას და აცხადებს, რომ ფული მხოლოდ კოორდინატორებს გადაუხადეს, ამომრჩევლების ტრანსპორტირებისთვის კი საწვავი გაიღეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში