7 ათასზე მეტი ხმით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი ქედაში

29 ნოემბერი 2018, 00:00 1789 ნახვა

7 ათასზე მეტი ხმით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი ქედაში. გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37,78 %-მა დაუჭირა.  სალომე ზურაბიშვილმა 50 პროცენტიანი ბარიერი ქედაში პირველ ტურშიც გადალახა.

მე-80 ოლქში 6 საჩივარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა  დაწერეს, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს და უბნის გარეთ აგიტაციას ეხება. გაერთიანებულ ოპოზიციას პრეტენზიები აქვს არჩევნების შედეგებზე, საუბრობენ გაყალბებაზე, რასაც  მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში