მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ ქობულეთი 21%-ით წააგო

29 ნოემბერი 2018, 00:00 3144 ნახვა

ქობულეთის საარჩევნო ოლქმა დაასრულა უბნების დათვლა. მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ წააგო 21%-ით სალომე ზურაბიშვილთან.

შედეგები ასე გადანაწილდა -  60% ანუ 25099 ხმა სალომე ზურაბიშვილს ერგო, ხოლო 16 414 ხმა, დახლოებით 39% გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. 

696 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.  ქობულეთის #81 ოლქში  42 184 ამომრჩეველი მივიდა. 

პირველ ტურში გამარჯვება ქობულეთი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, ​აქ​ტივობაც შედარებით დაბალი იყო.

ამავე კატეგორიაში