ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვეს - ლევან ვარშალომიძე

28 ნოემბერი 2018, 00:00 2758 ნახვა

სამწუხაროა, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვეს" - ეს განცხადება "გაერთიანებული ოპოზიციის" ბათუმის შტაბში ლევან ვარშალომიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, ბიულეტენებზე ფიქსირდებოდა მოქალაქეების სახელი და გვარი, რაც იმას ნიშნავს რომ არჩევანი სამსახურის დაკარგვის სანაცვლოდ გააკეთეს. 

"კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები იყო ბიულეტენებზე, იმის გამო ადამიანი არ გათავისუფლდნენ საჯარო სამსახურებიდან, რომ არ შეეხონ. დაახლოებით 1 საათში ვიდეო მტკიცებულებები მზადდება, თუ რამდენი ხმა იქნა გაბათილებული აჭარაში. გადახაზულია ზურაბიშვილი და შემოხაზულია ვაშაძე. ასეთები გაბათილდა ბევრი" - აცხადებს ლევან ვარშალომიძე. .

ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ დავიცვათ თითოეული ხმა. ფაქტებია მოსყიდვის, დაშინებისა და კარუსელების - თქვეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. 

ამავე კატეგორიაში