ორ უბანთან აჭარის მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად დახვდნენ 

28 ნოემბერი 2018, 00:00 4725 ნახვა

დღეს, ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნების ნაწილთან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად დახვდნენ.

29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ''მთავარის'' გადამღებ ჯგუფს მოქალაქე დაუპირისპირდა და კადრების გადაღების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

თეონა თურმანიძის განმარტებით, მაუწყებლის ოპერატორი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და უბნის ეზოში ავტომობილებს იღებდა. ფაქტმა ერთ-ერთი მოქალაქე გააღიზიანა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. 

​ინცინდენტის დროს შემთხვევის ადგილზე, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები და ხელისუფლების წევრებიც იმყოფებოდნენ. 

ჟურნალისტ თეონა თურმანიძის ინფორმაციით, ფაქტს აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი მობილური ტელეფონით იღებდა, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პროვოკატორი უწოდა.

მედიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება იყო ქობულეთშიც. 38-ე საარჩევნო უბანზე გადამღებ ჯგუფს ''ქართული ოცნების'' აქტივისტები ასევე პროვოკატორებს ეძახდნენ.

ამავე კატეგორიაში