გზავნილი პაპუაშვილს და ადრესატის პასუხი

29 ივლისი 2016, 00:00 2253 ნახვა

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა განაცხადა, რომ  საქმეების განხილვასთან დაკავშირებით კოლეგებს  არაერთხელ უკამათიათ. საუბარია სარჩელების პრიორიტეტების მიხედვით განხილვაზე.  დღეს კი პლენუმის ხუთი მოსამართლე წერილს  აქვეყნებს. ამჯერად ადრესატი თავად  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ მოსამართლეების მიმართვაზე განცხადება გააკეთა, გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამართალწარმოების საკითხები, როგორც წესი, სასამართლოში ჩვეულ რეჟიმში განიხილება. მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ს საქმე უკვე განხილულია პლენუმის მიერ  და გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება.აღნიშნულ მიმართვაზე პაპუაშვილმა თქვა რომ  ეს გაუგებრობაა და მალე გაირკვევა.

ამავე კატეგორიაში