შსს-„მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლო დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, მოახდინოს პოლიციის ინფორმირება“

24 ნოემბერი 2018, 00:00 1498 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აცხადებს, რომ ინფორმაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიციის არასათანადო რეაგირების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული და დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

მან ასევე მოუწოდა ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ დაუყოვნებლივ პოლიციის ინფორმირება იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს.

ამავე კატეგორიაში